ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებების წარდგენას განაგრძობს, რის შემდეგაც მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ სიტყვა წამორთქვან. წინა სხდომაზე ბრალდებულები გიორგი ცააძე და კახაბერ ნაკანი დაიკითხნენ. დღევანდელი სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.