ლადო სადღობელაშვილი და ,,თავისუფალი თაობის” გუშინ დაკავებული მხარდამჭერები თბილისის საქალქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმა.
,,თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამრთლოში აპირებენ.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ლადო სადღობელაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მას შემდეგ მივიდა, რაც ინტერნეტში ციხის კადრები გამოქვეყნდა - სადღობელაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯას მოითხოვდა. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება. მომხდარის გამო საპარტულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.