ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხევდრას არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ერთად. აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებიც ესწრებიან.
"შეხვედრაზე გავესაუბრები თავად დაზარალებულებსაც. კიდევ ერთხელ მივაწოდებ მათ ინფორმაციას, რომ მსურს დავიწყო გამოძიება, ასევე დაზარალებულებს მივაწოდებ ინფორმაციას მათ უფლებებთან დაკავშირებითაც და განვუმარტავ, რომ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ფატუ ბენსუდამ.
შეხვედრა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. დღესვე 17:00 საათზე ჰააგის პროკურორი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.