იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის გამოძიებაში, ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა, იქნება უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
,,ჰააგის პროკურორთან ვითანამშრომლებთ პირველ რიგში იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რასაც მან ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. როგორც ჰააგის პროკურორი თავის წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის შედეგად 75 %-ით ნაკლები ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და სწორედ ეს, ქართველების ეთნიკური წმენდა, მათი ქონების ნგრევა და სხვაგვარი დევნა იქნება გამოძიების მთავარი მიმართულება. მანვე აღნიშნა, რომ გამომდინარე ამ დანაშაულების სერიოზული ხასიათიდან, მთლიან გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა", - განაცხადა წულუკიანმა ფატუ ბანსუდასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.