,,ნებისმიერი დანაშაული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნების იქნება ეს პირი",- განაცხადა ჟურნალისტებთან საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ კითხვაზე - რა გზით აპირებს ჰააგა თანამშრომლობას რუსთთან, როცა იგი რომის სტატუსის წევრი არ არის.
პროკურორმა განაცხადა, რომ სამაგიეროდ რომის სტატუსის წევრი საქართველოა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძიების პროცესს ფატუ ბენსუდა დარწმუნებულია, რომ ნებართვის მიღების შემდეგ რაიმე გზა გამოინახება. მისივე განმარტებით, გამოძიების დასაწყებად ჯერ 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს.
"გამოძიებას დასაწყებად უნდა მივიღო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეთა ნებართვა. 3-კაციანი კოლეგია სასამართლოს თავმჯდომარემ, სწორედ ჩემი განაცხადის შესწავლის მიზნით დანიშნა. ისინი გადაწყვეტენ, მომცემენ თუ არა გამოძიების დაწყების ნებართვას", - დასძინა პროკურორმა.
ფატუ ბენსუდამ დღეს შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გამართა.