უკანონო შესყიდვების ლეგალიზაციის ეპიზოდზე დღეს ყოფილი მერის, გიგი უგულავას მორიგი სასამართლო განხილვა გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტიცებულებათა გამოკვლევას დაეთმობა. კერძოდ, პროკურატურა მოწმედ გიორგი კაპანაძეს, იგივე “რიჟას” წარადგენს. დაცვის მხარე მოწმეს სამართალდამცავ ორგანოებთან გარიგებაში ადანაშაულებენ და საქმეს პოლიტიზირებულად აფასებენ.