თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე განიხილება. სხდომაზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება, დაცვის მხარე კი საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენს. პროცესი 11:00 საათზეა ჩაინიშნული. ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. დაკავებულებს ბრალად განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონოდ დაკავება ედებათ.