არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას შეეცადა 10 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ საქართველოს მოქალაქე ზ. მ.. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის ბარგში 151,68 გრ. ოქროს ნივთები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 7861,38 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7861,38 ლარის ოდენობით.