რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, - აცხადებს იუსტიციის მინიოსტრი თეა წულუკიანი. მინისტრი ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ვადების დაცვის აუცილელობაზე ამახვილებს ყურადღებას.იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ის ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლის.
"რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცალოთ მშვიდად მიდგეს ამ ასაქმეს. ეს საქმე არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე საქმის მშვიდ გარემოში განხილვის საშუალება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედას სიძე მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ი ავრცელებს. 2 წლის წინანდელი საქმის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევ დაიწყო. რა გახდა საქმის ხელახალი შესწავლის მიზეზი უცნობია. "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი რომელიც ცაგერში ჩავიდა, ადგილობრივები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.