სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ირწმუნება, რომ მალე პატიმრები შეძლებენ ოჯახები არჩინონ.
სასტუმრო „რედისონში“ სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ შესაბამისი ბრძალება ძალიან მალე გამოქვეყნდება.
მისი თქმით, იურიდიული დეპარტამენტს დაევალა იმ პატიმართა სიები შეემუშავებინა, რომელთაც კონკრტული პროფესიები აქვთ.
„ძალიან მალე, გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, პატიმართა დაწესებულებიდან გაყვანისა და დასაქმების შესახებ. პატიმარი სამუშაოს შესასრულებლად იქნება გადაყვანილი, რომლის შემდეგად მათ ბარათზე თანხა გადაერიცხებათ. ამ შემთხვევაში, პატიმრები შეძლებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოჯახები შეინახონ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, უწყება მუშაობს ელექტრონული მაღაზიის პროგრამაზე, რომელიც დაწესებულებაში მყოფ ხელოსნებსა და მათი ნამუშევრების გაყიდვას ეხება.
„პატიმართა ნამუშევრების გაყიდვის ფორმატზე ვფიქრობდით. ამიტომ, შეიქმნება ელექტრონული საიტი, სადაც პატიმართა ნამუშევრები განთავსდება და ელექტრონულად გაიყიდება. ეს თანხა ავტომატურად გადაირიცხება მათ ანგარიშზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემამ ადამიანური სახე შეინარჩუნოს“, - განაცხადა მინისტრმა.