საქალაქო სასამართლო დღეს იური ვაზაგაშვილის მკლელობის საქმეზე იმსჯელებს. პროცესი კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას დაეთმობა. როგორც ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, მოწმის სახით დაიკითხება თამაზ სოსანაშვილი, რომლის ჩვენებაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს. იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარიფალაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.