ქალაქის მთავარი სამმართველოს შიდა ეზოში სამართალდამცავების და სპეცრაზმის წევების მობილიზება მოხდა.
რაც შეეხება პოლიციის სამმართველოს გარე პერიმეტრს, იქ პოლიცია არ იმყოფება, ხოლო მათი მხრიდან სამმართველოს შენობაში გამაგრება სააკაძის მოედანზე მიმდინარე მიტინგს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში სააკაძის მოდენზე, მერიასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავენ, თუმცა, ჯერ გაიმართება თუ არა მსვლელობა ლიდერებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.