ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაშავებული მომიტინგეები მე-5 და 1-ელ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. დაშავებულ აქტივისტებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უტარდება. ერთის გარდა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება უშუალოდ ვარკეთილს, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის ის დასრულებულია. გაიხსნა გზა და ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც.
აღსანიშნავია, რომ 14:00 საათზე, "ხალხის პარტია", მისი აქტივისტის დაშავებასთან დაკავშირებით, მე-5 საავადმყოფოსთან აქციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის საპროტესტო აქცია 17:00 საათზე,უკვე სააკაძის მოედანზე გაგრძელდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან და დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველომდე მსვლელობას მოაწყობენ.