თბილისის 1-ელ საავადმყოფოში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათ უმრავლესობას თავი აქვთ გატეხილი.
აღნიშნული დაზიანებები პოლიციელებმა დღეს, ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე განვითარებული მოვლენების შედეგად მიიღეს - აქტივისტები და პოლიციელები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ.
ამასთან, "საართლიანი საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი წევრი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.