გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვადამდე ადრე განთავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით დღეს საპატიმროს კიდევ ერთი მსჯავრდებული დატოვებს.
ამასთან, როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროში აცხადებენ, კარგი ყოფაქცევის გამო დღესვე ორ პატიმარს მოკლე ვადიანი შვებულებით სახლში გაუშვებენ.
შეგახსენებთ, უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე გიორგობისთვის ამინისტია სულ 18 პატიმარს შეეხო, აქედან 17 უკვე სახლში იმყოფება, მათ შორის ერთი ქალია.