საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" -ს ინფორმაციით, გლდანის საპყრობილეში მყოფმა ცოტნე გამსახურდიამ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით ამა წლის 1 მაისიდან პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ ციხის ადმინისტრაციამ უკანონო პატიმარს - ცოტნე გამსახურდიას პირადი ნივთები წაართვა, მათ შორის, წიგნები, ნაკურთხი წყალი, სახარება, და ა.შ., რის გამოც ცოტნე გამსახურდიამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" თხოვს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება გამოხატოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო. მოძრაობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს.