"პატიმრობის კოდექსთან" დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტრენინგები დაიწყო.
ახალი კოდექსი მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება. ის მსჯავრდებულთა უფლებების მნიშვნელოვნად გაზრდას და რიგი ადმინისტრაციული ღონისძიებების სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
სწავლებას, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, სასჯელაღსრულების სისტემის 320 თანამშრომელი გაივლის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ერთდღიანი სემინარი ყველა დაწესებულების დირექტორისათვის.
ტრენინგი ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.