ფოთის პორტის საწარმოო რაიონის მე-6 ნავმისადგომზე მომხდარი აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქება გახდა, რომლის დროსაც ფოთის პორტის მოიჯარე კომპანიის "ჯე ეს კოს" თანამშრომელი ტარიელ ზარანდია დაიღუპა.
სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.