ქართველმა სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქე დააკავეს.
გრეკა სუქიასინს სარფის საბაჟოზე, კონტროლის გვერდის ავლით ძვირფასი ნაკეთობების შემოტანა ბრალდება. დაკავებისას მას ერთ კილოგრამამდე ოქროსა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩნდა.
ექსპერტიზის დასკვნით, კონტრაბანდული ტვირთის ღირებულება 50 ათას ლარს აჭარბებს.
დანაშაული თავისუფლების 4-დან 7-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.