სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, იური სალუქვაძემ დაახლოებით ერთი კვირის წინ ურთიერთშელაპარაკების მიადაგზე გულ-მკერდის არეში პაატა ჩიკვილაძე დაჭრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას განზრახ მკვლელბის მუხლი უკვე წაუყენეს, თუმცა არ არის გამორიცხული სალუქვაძეს ბრალი დაუმძიმდეს, რადგან ის თითქმის ერთი წელია სხვა დანაშაულისთვისაც იძებნებოდა.
იური სალუქვაძეს თავისუფლების 25 წლამდე აღკვეთა ემუქრება.