აჭარაში მომხდარი ინციდენტის დროს აფეთქებული ავტომანქანა სამაშველო სამსახურის აღმოჩნდა. გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც დიმიტრი კორძაია მართავდა.
რაც შეეხება მანქანაში მყოფ მეორე მგზავრს, შეგახსენებთ, რომ ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქება აჭარაში დაახლოებით 11:00 საათზე, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მოხდა. მისი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.