პოლიციის აკადემია 20 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს. ამ წუთებში სასწავლებელში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემაც პოლიციის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.
ფორუმს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოური კოლეჯების ხელმძღვანელები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში პოლონეთის ელჩი ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სემინარი პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.