ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
შს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის შოტა უტიაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი დაკავებულის მიერ საქართველოში არალეგალურად შემოსვლა გახდა.
პიროვნება, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გალის ადმინისტრაციულ საზღვართან აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ის ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს გადასცა.
განცხადება ამის შესახებ შოტა უტიაშვილმა გალში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.