სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებითYქართულ მხარეს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას თხოვს.
ICAO-სგან გაგზავნილი შესაბამისი წერილი საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში უკვე შევიდა.
"სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოფიციალურად მოგვმართა იმის თაობაზე, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი ქმედებების შესახებ. ჩვენ ყველა მასალასა და არგუმენტს მოვიპოვებთ და ICAO-ს გადავუგზავნით", - აცხადებენ საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულ უკანონო ფრენებთან დაკავშირებით ქართული მხარე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან მოსკოვისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრებას მოითხოვს.