თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავა.
შსს ინფორმაციით დაკავებულები არიან ძმები 1978 წელს დაბადებული ალექსი და 1985 წელს დაბადებული ვიტალი გულისარიანები.
აღნიშნული პირები კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, ყალბ ფულად კუპიურებს, ასევე "ლუკოილის" "სოკარის" და "ვისოლის" საწვავის ტალონებს ამზადებდნენ.
მათი პირადი და ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7200 ლარის ოდენობის სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი კუპიურები და საწვავის ტალონები, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე, 253-ე, 212-ე, 362-ე და 236-ე მუხლებით. გამოძიებას აწარმოებს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის 1-ლი განყოფილება.