საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პოლიციის პრიორიტეტები შეიცვლება და უფრო მეტი აქცენტი დანაშაულის პრევენციაზე გაკეთდება, განსაკუთრებით არასრულწლოვანებში.
ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ "24 საათში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მერ გამოქვეყნებულ წერილში.
"დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საზოგადოება სისტემატიურად ისმენდა ახალ ამბებში ინფორმაციას პოლიციასა და შეიარაღებულ დამნაშავეებს შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შესახებ, რომლის მსხვერპლიც სამწუხაროს პოლიციელებიც და დამნაშავეებიც ხდებოდნენ. ბოლო რამდენიმე წელია პოლიციასა და კრიმინალებს შორის შეიარაღებული შეტაკება ააღარ მომხდარა. ქურდებზე და ქურდულ ტრადიციებზე დღეს მხოლოდ ირონიით და წარსულ დროში თუ ლაპარაკობენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის დანაშაულები, როგორიც შეკვეთით მკვლელობები, ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცება, რეკეტი იყო პრაქტიკულად წარსულს ჩაბარდა.
"უნდა ითქვას, რომ კვლავ პრობლემად რჩება ნარკომანია და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები. განსაკუთრებით კი თბილისში და ბათუმში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, კი ბუნებრივია პოლიციის პრიორიტეტები შეიცვლება და უფრო მეტის აქცენტი დანაშაულის პრევენციაზე გაკეთდება, განსაკუთრებით არასრულწლოვანებში", - აცხადებს მერაბიშვილი.