გუშინ ღამით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ნაგავსაყრელთან უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ცხედარი პირველად მეთევზემ შეამჩნია.
სამართალდამცავების განცხადებით, დაღუპული მამაკაცი 50 წელზე მეტი ასაკის იყო და სავარაუდოდ ერთი თვის წინ დაიღუპა.
ცხედარი საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.
მამაკაცის სიკვდილის ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.