ბრიუსელი ბაქოს ჟურნალისტ ისმაილოვას საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა. მისი თქმით, ბაქოელი ჟურნალისტისთვის გამოტანილი განაჩენი ფუნდამენტურ კითხვებს ჰბადებს სასამართლოს ობიექტურობის შესახებ. შვიდნახევარწლიანი პატიმრობა ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ გუშინ მიუსაჯა. მას ბრალად ცილისწამება, გადასახადებისგან თავის არიდება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.