თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ძველი თბილისის და დიდგორი რაიონის სოციალური აგენტი, 22 წლის ბექა ბრეგვაძე.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებული სოციალური აგენტის სახელით, ახდენდა კონტაქტს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან, ვითომდა გააქტიურების მიზნით ართმევდა მათ ''საქართველოს ბანკის'' პლასტიკურ ბარათებსა და პინკოდს და შემდგომში თაღლითურად ითვისებდა მათ თანხებს.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით.
გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო