მასობრივი არეულობები ინდოეთში. გუჯარათის შტატში ხელისუფლებამ სამხედრო შენაერთები შეიყვანა. ამის მიზეზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა. საპროტესტო გამოსვლები ე.წ. პატიდარის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც პრემიერი მოდი დაუპირისპირდა. პოლიციამ დემონსტრანტთა ლიდერი, 21 წლის ჰარდიკ პატელია დააპატიმრა, რასაც გუჯარათში მასობრივი უწესრიგობები მოჰყვა. მანიფესტანტებმა პოლიციის განყოფილებები და ავტობუსები გადაწვეს.