კენიელი სპორტსმენები ჯოის ზაკარი და კოკი მანუნგა დოპინგ-ტესტზე ჩავარდნენ. ამის შესახებ სპორტული პორტალი Sportsnewsarena.com იტყობინება. მათ პეკინის მსოფლიო ჩემპიონატზე სავარაუდოდ პრეპარატი ნანდროლონი ჰქონდათ მიღებული. ასპარეზობაზე ზაკარიმ ეროვნული რეკორდი მოხსნა, მანუნგა კი ფინიშის ხაზთან ბოლოდან მეორე მივიდა. გუნდურ ჩათვლაში კენიის ეროვნული ნაკრები პირველ ადგილზეა.