ENG / RUS       12+

გიორგი კეპულაძე: საბანკო ინდიკატორების გაუმჯობესება რთულია, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკიური მდგომარეობა უარესდება

რესპოდენტის შესახებ

ძალიან რთულია საბანკო ინდიკატორების გაუმჯობესება, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკიური მდგომარეობა უარესდება, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის გიორგი კეპულაძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს უარყოფითი ტენდენციები ჯერჯერობით გაგრძელდება. კეპულაძის განცხადებით, მთავრობამ ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა დააგვიანა, რადგან შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ტურიზმს არ მიიჩნევდა. ლარის გაუფასურების მიზეზაბსა და ამ კუთხით არსებულ მოლოდინებზე ”ჯი-ეიჩ-ენი” გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

 

- თქვენი თქმით, შემოსული ვიზიტორების მიერ გაწეული დანახარჯი ყველაფრის დასაბალანსებლად არ იყო საკმარისი, რადგან ძირითადად ნაკადი შემოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. რამ განაპირობა ეს, სწორად იქნა თუ არა მარკეტინგული კამპანების გატარებისას ბაზრები და დრო შერჩეული?

 

- გარეკვეული მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმა, კამპანიების დაწყება საჭირო იყო გაცილებით ადრე. ხელისუფლება თავიდან ტურიზმს არ უყურებდა სერიოზულად, არ აღიქვამდა ამას შემოსავლის შემოდინების წყაროდ. შესაბამისად, მათ დააგვიანეს გარკვეული ნაბიჯების გადაგმა. ეს პირდაპირ აისახა ეროვნული ვალუტის კურსზე. მათ მერე დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ საჭირო იყო მოზიდვა ტურისტების. ჩვენ ვხედავთ სარეკლამო რგოლებს 2015 წლის აგვისტოში, ეს კლიპები შედეგს ალბათ გამოიღებს ყველაზე კარგ შემთხვევაში 2016 წლისთვის, რადგან ევროპელი და ამერიკელი მოგზაურები ტურისტულ მარშრუტებს არ გეგმავენ ერთი თვით ადრე. ამიტომ, გაცილებით ადრე იყო ამის დაწყება საჭირო. მე იმედი მაქვს, რომ ეს კამპანია გაგრძელდება, რაც შედეგს შემდეგი წლისთვის გვაჩვენებს.

 

- შიდა ფაქტორებმა ლარის გაუფასურებაზე იქონია თუ არა გავლენა?

 

- საჭირო იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კიდე უფრო მეტად შემცირება, საჭირო იყო არადეფიციტური ბიუჯეტი თავისთავად. ასევე, უნდა მომხდარიყო საპრივატიზაციო ნუსხიდან არა სამი ობიექტის გაყიდვა, რომელიც დღეს არის გაყიდული - 2 ყველაზე მსხვილი ლოტი, რომელიც გაიყიდა ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი შენობა, მათ გარდა ჩვენ ძალიან ბევრი შენობა გვაქვს ნუსხაში. არ ვიცი ნაკლებია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან, თუ ჩვენი ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ვერ მუშაობს კარგად. ფაქტია, რომ არ იყიდება ეს შენობები. წლებია ეს შენობები რჩება საპრივატიზაციო ნუსხაში, რომლებიც უნდა გაიყიდოს, მაგრამ არავინ ჩქარობს.

 

- ბიზნესისთვის სხვადასხვა რეგულაციები - შრომის ინსპექციის შექმნა, სავიზო რეჟიმის გამკაცრება.. როგორ აისახება ეროვნულ ვალუტაზე?

 

- ბოლო 15 წლის კურსს თუ შევხედავთ, თუ ეკონომიკა კარგად არის, ლარიც მყარად არის. შესაბამისად ასეთი ფაქტორები, როგორიც არის შრომითი ინსპექციის შექმნა, სხვადასხვა რეგულაციები ბიზნესითვის, პირდაპირ არ მოქმედებს ლარის კურსზე, თუმცა მოქმედებს ირიბად. ვთქვათ, როდესაც ეკონომიკაში იქმნება პრობლემები, ბიზნესი ვეღარ ფიქრობს განვითარებაზე, გაფართოებაზე. ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან სუსტი, პროგნოზირებადია 2 %, რაც ბიზნესისთვის ძალიან დაბალია. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამ ყველაფერს სჭირდება მთავრობის მხრიდან ბიზნესის მიმართულებით პოზიტიური სიგნალები. თუარადა, ასე ძალიან გაჭირდება და შემოდგომა კიდევ უფრო რთული იქნება.

 

- ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რამდენად შესაძლებელი და სარწმუნოა ეს როდესაც საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი ქადაგიძეს საბოტაჟში ადანაშაულებენ?

 

- ჩვენთვის ახალი არ არის, როცა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, ვთქვათ პარლამენტიდან და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ხშირად აკეთებენ ურთიერთ საწინააღმდეგო განცხადებებს, რაც ასევე ძალიან ცუდი სიგნალია. როდესაც ბიზნესს ვერ გაურკვევია რა მოლოდინი შეიძლება ქონდეთ. აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ხშირად ვისმენთ იმას, რომ ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა. თუმცა, ქართული ოცნების მხრიდან, საკანონმდებლო გუნდისგან, საპირისპიროს ვისმენთ. ხშირად ლარის გაუფასურებას პირდაპირ ეროვნულ ბანკს აბრალებენ და სრულიად უარგუმენტოდ სპეკულაციებზე საუბრობენ. შესაბამისად, ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის კოორდინირებული, ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია.

 

- პრემიერის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია, სიტუაცია კოორდინირებულია და მუშაობის შედეგად გამოსწორებას ექვემდებარება. ამ განცხადების შემდეგ, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დასტაბილურებას?

 

- მე არ ვიცი რას გულისხმობს პრემიერი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაჯანსაღებაში, როდესაც ყველა მიმართულებით გვაქვს შემცირება უცხოური ვალუტის შემოდინების. პლუს, სახეზე გვაქვს გარკვეული ნიშნები საბანკო ინდიკატორების გაუარესების. როგორიც არის დეპოზიტების, სესხების მთლიანი პორტფელი, რომელიც ბოლო ორი თვეა შემცირდა და დღეს გამოქვეყნდება ახალი მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ეს უარყოფითი ტენდენციები ჯერჯერობით გაგრძელდება. ძალიან რთულია საბანკო ინდიკატორების გაუმჯობესება, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკიური მდგომარეობა უარესდება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება, როდესაც მაკროეკონმომიკური პარამეტრები არ არის წესრიგში. ეს უარყოფითად მოქმედებს საბანკო საქმიანობზე. მოგეხსენებათ საქართველოში ბანკები არის ერთ-ერთი ლოკომოტივი ეკონომიკის, შესაბამისად აუცილებლად აისახება ყველა ის ტენდენცია რაც არის ქართულ ეკონომიკაში.

 

- თქვენ განაცხადეთ, რომ ეს პროცესი აისახება ბიზნესზე. მაგალითად, იმპორტიორი კომპანიების ნაწილი აცხადებენ, რომ 2,4 პუნქტამდე დაცემის შემთხვევაში პროდუქტზე ფასს გაზრდიან. ბაზრის დიდი ნაწილი კი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტს უკავია. რა შედეგს უნდა ელოდოს მოსახლეობა, როგორია თქვენი პროგნოზი?

 

- იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება, მას შემდეგ, რაც პროდუქციის განახლება მოუწევთ. ისინი გაითვალისწინებენ იმ მარჟას, რაც არსებობს, რომ არ დარჩეს წაგებაში. ასევე, ველოდები ენერგოკომპანიების მხრიდან ტარიფის მატებასთან დაკავშირებით განცხადებებს. ერთი ეტაპი თქვენ ნახეთ ტარიფის მატების, ეს შეიძლება კვლავ გაგრძელდეს, რადგან, როდესაც ტარიფის გაზრდა მოხდა დაფიქსირებული კურსი სულ სხვა იყო. არ არის გამორიცხული გაზის ტარიფიც გაიზარდოს. მთავრობა გეგმავს სუბსიდირებას სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა რამდენად აქვთ ამის საშუალება ეს კიდევ საკითხავია. პროგნოზი: ამ ეტაპზე გაუფასურება სავარაუდოდ არის შოკური მოვლენა, ვფიქრობ, რომ მოლოდინების კუთხით, სექტემბერ-ოქტმბერში ზეწოლა ნაკლები იქნება.

 

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა მარიამ აფციაური

 
ავტორი: . .