რესპოდენტის შესახებ
საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის მნიშვნელობასა და რუსეთის შესაძლო რეაქციაზე, „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა უპასუხა.
- ბატონო ოთარ, საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი იხსნება. რამდენად პოზტიურია ფაქტი ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით?
- ოფიციალურად ჩაეყრება საფუძველი, ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრს. ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლებში დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ჩვენმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უკვე, ნატოს მხარდაჭერით შექმნილი ცენტრის მმართვის გამოცდილება საჩხერეში.
ვგულისხმობ მცოცავი ოკუპაციის არეალის გაფართოებას და აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების კონკრეტული მიზნისთვის გამოსაყენებლად? - არის იმის გარანტია, რომ ნატოს სასწავლო ცენტრი გახდება რუსეთის აგრესიული მოქმედებების შემაკავებელი ფაქტორი?
- რა რეაქციას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, რამდენად არის მოსალოდნელი ვითარების კიდევ უფრო გაწვავება?
- რუსეთი სამწუხაროდ, ყოველთვის გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საქმე ეხება, საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ არ ვართ, ვინმეს წინააღმდეგ მობილიზაციაში ჩართულნი, ჩვენ ვცდილობთ ვუზრუნველყოთ და გავზარდოთ, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. ეს ჩვენი უფლებაა და ამაში გვეხმარებიან, უცხოელი პარტნიორები.
- რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელის საკუთარ საზღვართან ნატოს სამხედრო ბაზები - ზოგადად ნატოს ყოფნა.
- კიდე ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, არ არის სამხედრო ბაზა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, დიპლომატიურად და დასავლელ პარტნიორებთან კონსოლიდირებულად.
- რუსეთის აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით არსებობს იმის გარანტია, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ გახდება რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი?
- რუსეთის სამხედრო დოქტრინით სამხედრო კონფლიქტის შეკავებისა და პრევენციისთვის გათვალისწინებული ზომები სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს: „ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის თანაქმედებას, აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან.“ მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი, ყოველთვის მოქმედებს, საკუთარი, იმპერიალისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად და სისტემურად წავიწიოთ წინ-ევროატლანტიკური ინტეგრირებისაკენ. დღეს ბევრი მზარდი გამოწვევაა, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუქაზე: საერთაშორისო ტერორიზმი, არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ხელოვნურად გაძლიერება და ა.შ. ზუსტად ამ და სხვა გამოწვევებისთვის გვჭირდება აღნიშნული სასწავლო ცენტრი, მეტსაც გეტყვით-ჩვენ, უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვა ცენტრიც უნდა გავხსნათ, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები. ჩვენ ამ ტიპის ვალდებულებებს, მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ და ამის მორიგი დადასტურებაა, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში და ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა