ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე მენინგოენცეფალიტის დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ბავშვი ქუთაისში 4 დღის წინ, ზუგდიდიდან, კატასტროფის სამსახურმა გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტი უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის არაფერზე არ რეაგირებდა. 4 დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გვყავდა მიერთებული", - აცხადებენ ექიმები.