ENG / RUS       12+

საქართველოს შანსი - ფიქალის რევოლუცია

სამყარო ფიქალის ნავთობის ამოღების შემდეგ, უკვე ერთიანად შეიცვალა. დიახ, მსოფლიოში უკვე მოხდა ერთ-ერთი უდიდესი ძვრა -  ფიქალის რევოლუცია. რევოლუციის პარალელურად იცვლება სახელმწიფოთა ძლიერებები. სახელმწიფოს ძლიერება როგორც წესი  დამოკიდებულია   შემოსავლებზე, ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, პოლიტიკურ თავისუფლებებზე,  მომავლის დაგეგმვაზე . ახალი ტექნოლოგიების  წვდომასა და  ჯანსაღ ეკონომიკაზე.

ამ ყველაფრის დასტურად , შეგახსენებთ  რამოდენიმე დღის წინაზერბაიჯანის პრეზიდენტის იმჰამ ალიევის გამოსვლას.  მან ბევრისათვის გასაკვირად აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა დროა ნავთობი დაივიწყოს და გადაერთოს ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე. დიახ ეს ფიქალის რევოლუციის შედეგია.

ეხლა გავყვეთ ნაწილობრივ რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუნდაც მოკლე პერიოდში, ჩვენს რეგიონში.

1.რუსეთი

   წელიწადნახევრის წინ სტატიაში,   ,,ლიკვიდაცია,,  ღიად ვწერდი, რომ რუსეთი 5 წელიწადში დაიშლებოდა. მსოფლიოში  ახალი  პროცესები   უკვე მიმდინარეობდა, დაწყებული იყო ფიქალური გაზის და ნავთობების ამოღება, ამერიკა ლუიზიანაში აშენებდა მსოფლიოს უდიდეს გაზისა და ნავთობის საცავებს, უკვე  არა შესანახად, მარაგისა და კონსერვაციისათვის, არამედ ექსპორტისარვის, ასევე აშენებდა უდიდეს გემებს, რომლებითაც მოახდენდა გაზის ტრანსპორტირებას დანარჩენ მსოფლიოში.  იქვე ვწერდი, რომ ეს გამოიწვევდა ნავთობის ფასების ჩამოშლას 10-15 დოლარამდე ბარელზე, რაც კარასტროფის ტოლფასი გახდებოდა რუსეთისათვის, რომელიც ერთი ჩვეულებრი ნავთობ ნარკომანია.  რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების სრული 40 პროცენტი ნავთობ დოლარებიდან შედგებოდა და შედგება დღეისაც. დიახ, ჩამოიშლება რუსეთის ეკონომიკა, გაქრება რუსეთის სავალუტო რეზერვები, რომლებიც იმ დროისათვის ტრილიონ დოლარამდე იყო. რეზევის გაქრობა გამოიწვევს , რუბლის ჩამოშლას, გაუფასიურებას, შედეგად, მასიურ უკმაყოფილებებს, რასაც მოყვება რეგიონალური ბუნტი. ძნელად წარმოსადგენია  უსახსროდ დარჩენილმა ჩეჩნეთმა, ბაშკირეთმა, თათარისტანმა, ინგუშებმა , ოსებმა  და სხვებმა მოისურვონ რუსეთის შემადგენლობის ქვეშ დარჩენა.. ეს კი ღია სამოქალაქო ომი და რუსეთის დაქუცმაცებააა. 

 ასევე ამ პროცესებს ხელს შეუწყობს, რუსეთში მიმიდინარე ზეავანტიურული სახელმწიფო პროპაგანდა, გებელსის სტილში.

დღეს მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ ბარელი ნავთობის ფასი 2016 წელს 10 დოლარით შემცირდება. მომავალში კი ვარდნა გაგრძელდება.   

შეგახსენებთ რომ  წინა საუკუნის უდიდესი და  უძლიერესი სახელმწიფო სსრკ, მხოლოდ იმ მიზეზით დაიშალა რომ ბარელი ნავთობი 4 დოლარი გახდა. დღევანდელი 10 დოლარი კი მისი შესყიდვის უნარიანობის  გათვალისწინებით, მაშინდელ 4 დოლარსაც კი არ  უდრის.

რუსეთმა უკვე დაიწყო თავის გადარჩენისათვის ბრძოლა, ისინი საჯაროდ, ტელეშოუებით ანადგურებენ იმპორტირებულ საკვებ პროდუქციას. ამ აქციას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს , დააშინოს სხვა მეწარმეები, რომლებიც იმის შემხედვარე თუ როგორ ნადგურდება ხილი, ყველი და სხვა, აღარ მოისურვებენ იმპორტის განხორციელებას. ანუ ეს დროებითი მეთოდია, მცირე დროის მოსაგებად, რათა შემცირდეს დაწოლა სავალუტო მოთხოვნაზე. რუბლი ნელ ნელა მაგრამ ყოვედღიურად ეცემა.

მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანა ანადგურებს დღეისათვის საიმპორტო პროდუქციას, ესაა რუსეთი და ისლამური რესპუბლიკა.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი ჯერ ჯერობით საკმაოდ მაღალია - 48 დოლარის ზღვარზე.

რუსეთის სავალუტი რეზერვი დღეისათვის 280 მილიარდ დოლარმდეა შემცირებული, აქედან რელური ფული 160 მილიარდია დანარჩენი ოქროთი. ეს თანხა მას არ ეყოფა ერთ წელწადსაც კი.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ რუსეთს მხოლოდ იუკოსის მართებს 50 მილიარდი დოლარი.

დიახ, რუსეთი განწირულია შიგა ომებისა და დაშლისათვის, მას შანსიც კი არ დარჩა მისი მმართველი ელიტის გამო.

2, აზერბაიჯანი

ალიევი უკვე აკეთებს განცხადებებს რომ აზერბაიჯანი უნდა გადაერთოს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ საერთოდ უნდა დაივიწყონ ნავთობდოლარები. დღევანდელ აზერბაიჯანში ეს ცოტა რთული წარმოსადგენია,  კოლოსალური ნავთობ შემოსავლების ფონზე, ალიევმა მოახერხა და  ბაქო მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცია. მაგრამ ეს ძალიან  ცოტაა აზერბაიჯანული სამთავრობო კორუფციის გამო, რომელიც შეჭამს და დაღღრნის აზერბაიჯანს. აზერბაიჯანსაც ელოდება აზერბაიჯანული მანათის ჩამოშლა. ამ დროს  გადამწყვეტი გახდება მოსახლეობის დამოკიდებულება ამ პროცესებთან, რომელიც შეჩვეულია კარგ ცხოვრებას, კორუფციას, ქრთამებს.. ამ ელემენტებიდან აზერბაიჯანში მხოლოდ კარგი ცხოვრება გაქრება. ეს კი საშიშია, თავად აზერბაიჯანისათვის

  1. ირანი

ირანს უკვე მოუხსნეს სანქციები, ირანი იწყებს ბრძოლას მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნავთობის ბაზრის დაბრუნებისათვის, რომელიც მსოფლიო ნავთობის წარმოების 43 პროცენტს შეადგენდა, ირანს დაგეგმილი აქვს ნავთობის წარმოება გაზარდოს დღიური მოპოვებით 1 მილიონ ტონამდე. ნავთობის ფასების ვარდნის ერთ -ერთი მიზეზიც რეალურად ირანის სანავთობო ბაზარზე დაბრუნებაცაა.

ნავთობის ექსპორტის ზრდის მიუხედავათ, ირანი ვერ მიიღებს კოლოსალურ შემოსავლებს, ვინაიდან ნავთობის ფასები იქნება ძალიან მცირე. შესაბამისად ირანი გააგრძელებს კომფორტულ  და სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას, მას უჩნდება დამატებითი შემოსავლები მაგარამ არა დიდი.

3, თურქეთი

თურქეთი ძირითადად იმპორტული  ნავთობ მომხმარებელია, ნავთობის ფასების კლება მისთვის მომგებიანი გახდება. თურქეთს  უმცირდება მოთხოვნა დოლარზე. ქვეყანა უფრო სწრაფ განვითარებას დაიწყებს.

  1. საქართველო

საქართველოსათვის, ყველაზე მტკივნეული რუსეთის შლის პროცესი იქნება, ვინაიდან რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილს უკან დაბრუნება მოუწევს, ბუნებრივია შემცირდება რუსეთიდან  სავალუტო გადმორიცხვები. დროა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს ფიქრი, მომავლის დაგეგმვაზე, დამდგარი თუ მოსალოდნელი პროცესების კონტროლზე, იფიქროს მათ პრევენციაზე.

   რეალურად ნავთობის ფასების კლება გამოიწვევს ბენზინისა და გაზის ფასების კლებას.  ქვეყანას თუ მოაკლდება სავალუტო  გამორიცხვები, პარალელურად  მას  შეუმცირდება სავალუტო  გადარიცხვებიც, ნავთობის ფასკლების გამო. ეს მეტ ნაკლები ბალანსია.

თუ შევძლებთ, და ამ სამ წელიწადში სწრაფი ტემპებით განვავითარებთ ტურიზმს, სოფლის მეურნეობას და მოვიხსნით ზამთარში, თუნდაც  ხილის და ბოსტნეულის იმპორტის აუცილებლობას, ეს იქნება  სწორი და გამართული  გზა ეკონომიკური სტაბილურობისათვის.

ასევე აუცილებელია, გაიზარდოს, აქციზები ბენზინზე და დიზელზე. სახელმწიფომ ამ სეგმენტში აუცლებლად უნდა დაიცვას მისი ინტერესები ბიუჯეტის შემოსავლების შენარჩუნებისათვის. დღეის მდგომარეობის სტატუს ქვოს  შენარჩუნებით გამოდის  რომ მოსახლეობას ვიღაც პარავს 1,3 ლარს ერთ ლიტრ ბენზინზე.

  დასაცავია, საზღვრები, ვინაიდან  90 პროცენტი ტვირთი ბრუნავს  გეზებისა და საბაჟო ტერმინალების კონტროლის გარეშე. ეს კი კონტრაბანდის ღია წყაროა. დღეს მეწარმეები  თანაბრად ამცირებენ, იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქციის წონას. ვინაიდან არ არსებობს ვალდებულება მათი აწონვის შესახებ. იმპორტის შემთხვევაში ამცირებენ  დღგ -ს გადასახადებს, ექსპორტის შემთხვევაში კი იღებენ დაუბეგრავ სავალუტო მოგებას ნაღდი ფულის სახით. ეს კი  ერთგვარად დაკანონებული 25 პროცენტიანი კონტრაბანდაა ქვეყანაში.

აუცილებელია  ლარის სტაბილურობის შენარჩუნება. ეკონომიკის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა, პოლიტიკური სიმშვიდე. ეს ფაქტორები    სამეზობლოში არსებული ფონის გათვალისწინებით, გამოიწვევდა რუსული, აზერბაიჯანული , ირანული, თურქმენული, ყაზახური,  კერძო  ბიზნესის და ფულის დიდი რაოდენობით საქართველოში შემოდინებას ინვესტიციების სახით..

შერმადინ (ბესო) მიქელთაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

 
ავტორი: . .