იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ციმაკურიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მონაცემთა განახლებული ბაზა გადასცა.
კანონის თანახმად რეესტრს ცესკო-სთვის ბაზების მიწოდება წელიწადში ოთხჯერ ევალება, კერძოდ კი 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს, თუმცა ცესკოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის მონაცემთა განახლების პროცესი ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განმართავენ, სამოქალაქო რეესტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად იყენებს.
აღნიშნულ ახალ მონაცემებს კი ცესკო საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით დაამუშავებს.