ანდღულაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოჯახი დაზარალდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ძლიერი წვიმების შედეგად ანდღულაძის ქუჩაზე ელექტროსადენების დაზიანებას მოკლე ჩართვა მოჰყვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძარი სახლის მანსარდაში გაჩნდა, სადაც სამხატვრო სახელოსნო იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად ორი ოჯახი დაზარალდა.
შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ისან-სამგორის გამგეობა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
ამასთან, დამწვარი სახლის აღსადგენად სამშენებლო მასალითაც დაეხმარება.