რესპოდენტის შესახებ
THE WALL STREET JOURNAL-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით- ”საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა სურს”, არაერთგვაროვენი შეფასებები მოყვა. „ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს იძულებულს ხდის კვლავ რუსეთისკენ გადაიხაროს. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო პრო დასავლურ პოზიციას იკავებდა. რასაც რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, 2008 წლის ომი და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება მოჰყვა. ამჟამად, საქართველოს მთავრობა მეზობელთან ბალანსის აღდგენას ცდილობს.“ -ნათვამია ფილიპ შიკინის სტატიაში. აღნიშნულ სტატიაში გაჟღერებული მესიჯებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კუთხით არსებული ვითარების შეფასების მიზნით ”ჯი-ეიჩ-ენ”-ი კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
- ბატონო მამუკა, თავად ზურაბ აბაშიძემ განაცხდა, რომ მას ბოლო დროს ინტერვიუ ამ თემაზე არავისთვის არ მიუცია და სტატიაში გამოყენებული ციტატები შესაძლოა გამოყენებული იყოს, 6 თვის წინ გამართული დებატებიდან, რაც მაშინ მის განცხადებას მოყვა. როგორც ცნობილია, მაშინ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განაცხადა, რომ შეიძლება ნატოში საქართველოს გაწევრიანება დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდეს. რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს დღეს ასეთი სახის სტატიების თემაზე მსჯელობა და რეალურად რა ხდება საგარეო პოლიტიკის კუთხით?
- იმდენად რთულია პრესის მიხედვით ტყუილ-მართლის გარჩევა, რომ ძნელი სათქმელია, სინამდვლეში რა ითქვა. ამიტომ სჯობს, რეალურ მდგომარეობას გადავხდოთ. საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის დიდი ნაწილი რუსეთის ფირმების ხელშია, ენერგეტიკული სიმძლავრეები იქნება თუ მსხვილი ობიექტები. ძალიან კომიკურ მდგომარეობაში ვიგდებთ თავს, როდესაც ვკამათობთ, ეს ფირმები კრემლთან დაახლოებულია, თუ კლრემლისგან მოშორებულია. ჩემი ყურით მომისმენია პოლიტიკაში მყოფი ეკონომისტების საუბარი იმის თაობაზე, რომ მაგალითად, ენერგეტიკული სიმძლავრეები არის კრემლთან დაახოლებული ფინანსების ხელში, მაგრამ მაგალითად, ”თბილისის წყალი” რომელიც მილიარდერ რაპოპრტის ეკუთვნის, თურმე, კრემლთან დაახლოებული არ არის. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერი არის რუსეთის ხელში და რუსეთში არ არსებობს მსხვილი ბიზნესი, რომელიც კრემნლათან დაახლოებული არ არის. მე შემიძლია ვთქვა, რა არ არის კრემლის ხელში: ”საქართველოს რკინიგზა”, რომელიც ჯერჯერობით საქართველოს საკუთრებაა, ” ჭიათურმაგანუმი”, და ეფემერული ცნება ”ტრანსყაზგაზი”, რადგან მის უკან ვინ დგას, არ ვიცი, მაგრამ მის გვერდით არის აზრებაიჯანული ორგანიზაცია ”სოკარი”.
-აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძის განცხადება ლოგიკურია და მწვავედ რატომ ვრეაგირებთ იმაზე, რომ საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი გრძლევადიანი ილუზიაა?
-ზურაბ აბაშიძის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ მან როდისმე ასეთი კატეგორიული განცხადება გააკეთა. იგი ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ უაღრესად ფრთხილია და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ორჭოფულ განცხადებებსაც კი აკეთებს. ზურაბ აბაშიძის ასეთი პოზიცია ბვერი მისი კოლეგისთვის წლების განმავლობაში გამაღიზიანებელი იყო. ამ ფონზე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოლიტელიტა ხალხს აბრიყვებს. მაგალითად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ავიღოთ, რომლებიც გაუთავებლად ლაპარაკობენ, რომ საქართველომ დასავლურ კურსს უღალატა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი რამ მარტივად ვერ მოხდება. სამწუხაროდ, საქართველოს იმ ტიპის ვალდებულებები აქვს აღებული დასავლეთთან, მთელმა ”ქართულმა ოცნებამ” და მისმა ხელმძღვანლობამ ამრთლა რომ მოინოდმოს, ეს ვერ მოხდება. ეს ძალიან სერიოზული ვალდებულებებია ღია ხელშეკრულებებისა და კულუარული შეთანხმებების დონეზე.
-რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ ქევყნის საგარეო კურსის ვექოტრის ცვლილების თემა ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის მუდმივად მომგებიანი საკითხი არ იყოს?
-არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს, ბოლომდე ვერ გავერკვიე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას ოდნავი ეჭვი რომ ქონდეს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელსიფლებას აქვს სხვა კურსი, მაშინ ის ლაბორატორია, რომელიც ალექსეევკაში ფუნქციონირებს, არ იფუნქციონირებდა. მე ფჩხილებს ვერ გავხსნი, მაგრამ მგონი, გონიერი ადამიანი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ამის გარდა, გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადის პოლიტიკური მნიშვნელობის რამდენიმე ენერგოსადენი, რომელიც საქართველოს არ ეკუთვნის. ეს არის დასავლეთის ტრანსანციონალური ფირმების საკუთრება და ძალიან დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური თემა. საქართველოს ასე მარტვად არავინ არ მისცემს საშუალებას, რომ დასავლურ ვექტორს უღალატოს, ან შცვალოს. საქართველოს ხელისუფლებას კარგად ახსოვს, რა მოხდა 2008 წელს, როცა საქართველო პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა უზარმაზარ მოწინააღმდეგესთან. შესაბამისად, ქვეყანამ უაღესად უარყოფითი შედეგი მიიღო, რომელიც დღესაც ”დამოკლეს მახვილივით” კიდია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და საშველი არ ჩანს.საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან კარგი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ვერცერთ მკვეთრ ნაბიჯს ვერ გააკეთებს, რომელიც საგარეო ვექტორის რადიკალურ შეცვლაზე იქნება ორიენტირებული. პრესის საშუალებით ყველაფრის ლაპარაკი მიღებული არ არის, თორემ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რაც ეხება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთან საერთო ენა გამონახოს, რომელიც ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ესეც პრაგმატული მიდგომის შედეგია, თუნდაც იმიტომ, რომ შეაჩეროს ზვავი, რომელიც საქრთველოს მიმართულებით მოძრაობს.
-"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას "ქართული ოცნების" "კიდევ ერთ კრახად" აფასებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების ოგიციალურ დონეზე გათეთრებაა.” თქვენი აზრით, რაში ჭირდება ხელისუფლებას ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეაბილიტაცია და რამდენად რეალურია, მოსაზრება, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები ხელისუფლების ინტერესში შედის?
- საქმეც იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერაფერში ვერიყენებს. როგორც ყოველთვის ქართულმა საზოგადოებამ იცის მხოლოდ სიმართლის ნაწილი.ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია არა მხოლოდ ეროვნებით ქართველი
პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დამნაშავედ მიაჩნია ქართულ საზოგადოებას,საქართველოს ხელისუფლებას, არამედ- სხვებიც და მათ შორის იანუკოვიჩი. სამწუხაროდ,დღეს მსოფლიო პოლიტიკაში არსებობს ორმაგი სტანდარტების პრინციპი. არავითარი მორალური და საერთაშორისო სამართლის ნორმები არ მუშაობს, როდესაც წინა პლანზე პოლიტიკური კონიუნქტურა გამოდის. ვიღაცას სჭირდება რომ ასე იყოს და ასე ხდება, რაც უბედურებაა.
-გამოდის, რომ საერთაშორისო თანამეგომრობა პარტნორი ქვეყნების ხელისუფლებებსარაფერს ეკითხება და მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ცალმხრივად, თავისი ინტერესების სასარგებლოდ იღებს?
-უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს დიდი ქვეყნები თავის პარტნიორებთან და მეგობრებთან შეთანხმების გარეშე იღებენ. საქართველო რა მოსატანია იმ ვითარებაში, როდესაც აშშ ხშირად გადაწყვეტილებას მსხვილ, ნატოს წევრი მოკავშირეების გარეშე იღებს. ჩვენ ასეთი მაგალითი არაერთი გვაქვს. იგივეს აკეთებს რუსეთი. როცა სჭირდებათ თავისი პარტნიორების თუ მეგობრების ზურგს უკან საერთო ენასაც შესანიშანავად გამონახავენ ხოლმე.
-ასეთ შემთხვევებში, ქვეყნის შიგნით ყოველთვის ისმის ბელადებები საქართველოს ხელისუფელბის მისამართით. ახლახანს, საოკიპაციო ხაზის გადატანას მოყვა იგივე განცხადებები, რომ ხელსიუფლება არის უუნარო და არაფერს აკეთებს ოკუპანტის შესაჩერებლად. რა რესურსი, ან ბერკეტი შეიძლება ქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც თავისი უუნარობის მიზეზით ვერ იყენებს, ან იცის თუ არა, რომ მას რეალური შესაძლებლობა არა აქვს და მუდმივად სტატიკურ მდგომარეობაში რჩება?
-გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლამდე ჩვენ რეგიონალური პოლიტიკური პროცესების მონაწილე ვიყავით. ამის შემდეგ კი, ჩვენ ამ პროცესების მაყურებელი გავხდით და აქტიურად ვეღარ ვმონაწილეობთ ამ პროცესების ფორმირებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მინდა, საქრთველოს საზოგადეობამ გაიგოს, რეალურად რა დღეში ვართ. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მსხვილი მოთამაშე ქვეყნები, რომელბიც მსოფლიო პოლიტიკას ქმნიან, თავისი ინტერესებიდან გამოდიან. ცალ მხარეზე მიბმა ამ სიტუაციაში კონტრპროდუქტიულია, მითუმეტეს, რომ დინამიურად ცვალებად რეგიონში ვცხოვრობთ. ამიტომ ცივი გონებით უნდა შევხედოთ ვითარებას, პოლიტიკურ ისეტრიკაში არ უნდა ჩავვარდეთ, არ უნდა დავიყოთ დასავლეთისა და რეუსეთის მომხრეებად, არამედ უნდა შევაფასოთ, რეალურად როგორი ტიპის პოლიტიკას ახორციელებენ ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” და ჩვენი მოქმედების ხაზი და პრინციპები შევარჩიოთ. ჩვენი პოლიტიკა პროვინციულ იერს იღებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და შესაბამის დამოკდებულებას იწვევს ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებში. საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ახერხებდა პოლიტიკური პროვონივიონალიზმიდან გამოსვლას, ზუსტად გათვლას, ვის რა აინტერესებს და ამ ინტერესების შეჯერების შედეგად, პოლიტიკური ვექტორის შექმნას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან, ზოგს კრემლი მოსწონს, ზოგს-თეთრი სახლი და ამიტომაც ვართ პოლტიკური პროცესების მაყურებელი და არა მონაწილე. რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მანამდე ვიქნებით ამ მდგომარეობაში, ვიდრე არ მოხდება გააზრება, გლობალურ პოლიტიკურ სივრცეში ვინ როგორ მოქმედებს.
ხათუნა ხატიაშვილი, ”ჯი-ეიჩ-ენი”