გიორგობის დღესასწაულს საკუთარ სახლებში 18 პატიმარი შეხვდება.
აღნიშნულის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კომისიის რეკომენდაცია სასამართლოს გადაეგზავნება. მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე საბოლოო სიტყვა სწორედ აღნიშნული ინსტანციამ უნდა თქვა.
18 პატიმარს შორის ქალი მხოლოდ ერთია. დანარჩენი 17-დან კი, ორი ტუბერკულოზით დაავადებული მამაკაცია.
კომისიის წევრებმა სულ 139 მსჯავრდებულის, მათ შორის 8 არასრულწლოვანისა და 4 ქალის საქმე განიხილა.