მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში მეუღლეებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა.
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 72 წლის ამირან ფიჩხაია უკვე დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, მან მეუღლე - 60 წლის მარუსია თოლორდავა თავში ნაჯახის ჩარტყმით მოკლა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.