ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ აღჭურვილობას გადასცემს. შესაბამისი ცერემონიალი შსს-ის აკადემიაში გაიმართება.
აღჭურვილობა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისეთ უწყებებს, როგორებიცაა კონტრტერორისტული ცენტრი, სპეციალური ოპერაციების ცენტრი, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია და შსს აკადემია.
ცერემონიალს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, შიანაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზაზა გოგავა, შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე და სხვა საპატიო სტუმრები.