საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკოლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების მოსაძებნად ერთობლივი კომისია შეიქმნება.
"გუშინ კნოლევში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ გაფორმდება შეთანხმება, რომლიც უგზო-უკლოდ დაკარგული ე.წ. ოსი მოქალაქეების მოსაძებნად ერთობლივი კომისიის შექმნას გულისხმობს. კომისიაში ქართული, რუსული, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შევლენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შოთა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ იგეგმება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს უგზო-უკლოდ დაკარგული პირების პატიმრობაში ყოფნას და აცხადებს, რომ მათ შესახებ ქართველ სამართალ დამცავებს ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით კნოლევში ე.წ. საგუშაგოსთან ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეზე მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, ქართული, რუსული, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადების და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების შესახებ იმსჯელეს.
ამასთან, მისივე მტკიცებით, მათ ყველანაირი მტკიცებულება აქვთ, რომ 7 ოსი, რომლიც უგზო-უკოდ დაკარგულად ითვლება ქართველი ძალოვანი სტრუქტურებს ჰყავთ დაკავებული.