დღეს, 30 აპრილს, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია 150-მდე პატიმრის საქმეზე იმსჯელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ე. წ. უდოს კომისიიდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულს სახლებში, სავარაუდოდ, მხოლოდ მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეხვდებიან.
"თუმცა მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია უფლებამოსილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა საქმეებიც განიხილოს", - აცხადებენ კომისიაში.
მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სხდომა ყოველი თვის ბოლოს იმართება. იმ მსჯავრდებულთა საქმეები კი, რომლებზედაც კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს გადაეგზავნება. მათი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ ინსტანციამ უნდა მიიღოს.