ხვალ, 30 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.
ფონდი, როგორც ცალკე იურიდიული პირი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2005 წელს დააფუძნა და საქმიანობის ძირითად მიმართულებად საგანმანათლებლო სფერო განუსაზღვრა.
საიას იურიდიული სასწავლებელი თბილისის მასშტაბით 6-თვიან კურსზე, ყოველწლიურად სამართლის 5 მიმართულებით 150 სტუდენტს ამზადებს და როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 5 რეგიონში ახალგაზრდებისთვის ორგანიზებას უკეთებს საპარლამენტო დებატების კურსს, ატარებს დებატების როგორც შიდა, ასევე ეროვნულ ტურნირებს.
ბოლო სამი წელია საია ორგანიზებას უკეთებს ეროვნულ ოლიმპიადას საკონსტიტუციო სამართალში.
ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართველი ავტორების მიერ სახელმძღვანელოების მომზადებასა და მაღალ რეიტინგული იურიდიული ლიტერატურის თარგმნას.