საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინიტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავან განცხადა ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
,,უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდის პირობები შენარჩუნდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭქით. ჰაერი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს”, -განაცხადა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც, სადაც ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება. როგორც დოდო გვაზავამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა 13 ივლისიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და 27 გრადუსამდე გათბება.