საქართველოს პროკურატურა სტუდენტებს შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსს აცხადებს. ხვალ, 29 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მთავარი პროკურატურის შენობაში ქართული უნივერსიტეტების იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.
მომავალი იურისტები იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზს დაათვალიერებენ და პროკურატურის ახალი ინიციატივის შესახებ შეიტყობენ.