2 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ბათუმი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს ,,ბათუმის მერიის თასი -2015“-ს უმასპინძლებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ,,ბათუმის მერიის თასი -2015“-ის ორგანიზატორები თავად მერიის გარდა, ბათუმის მუნიციპალურო საჭადრაკო კლუბო ,,ნონა“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.
პროგრამის მიხედვით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
,,ა ღია ტურნირი“- დაითვლება ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი, აგრეთვე დაწესებული იქნება ფიდეს წოდებების ნორმა;
"ბ ღია ტურნირი“ - დაითვლება ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ფიდეს წოდებების შესრულება;
ასაკობრივი ტურნირები - 8 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებში; 10 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებში; 12 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებში;
11 ივლისს გაიმართება საერთაშორისო ,,ღია ბლიც ტურნირი“.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 14 ქვეყნის (საქართველოს; უკრაინის; აზერბაიჯანის; რუსეთის; სომხეთის; ყაზახეთის; ირანის; ერაყის; უზბეკეთის; ავღანეთის; ავსტრიის; ისრაელის; იორდანიის; და თურქეთის ) 300- მდე მოჭადრაკე.
მათ შორისაა 14 საერთაშორისო დიდოსტატი, 30-ზე მეტი საერთაშორისო და ფიდეს ოსტატი.
”მიუხედავად იმისა, რომ ქ. ბათუმი აქამდე უამრავი უმაღლესი რანგის საჭადრაკო ტურნირის მასპინძელი იყო, აღნიშნული ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბურობით.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ბათუმის მერიის თასი - 2015“- ტარდება ქ. ბათუმში, ყოფილ ჭადრაკის სასახლეში ,,კაისა“ (თამარ მეფის გამზირი №43). ტურნირი გაიმართება შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად, ყოველ დღე 3- 11 ივლისის ჩათვლით”, აცხადებენ ბათუმის მერიაში.
"ბათუმის მერიის თასი -2015“-ის პროგრამა:
2 ივლისი -10.00-20.00სთ. დაიწყება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ,,ბათუმის მერიის თასი - 2015“ -ის მონაწილეთა რეგისტრაცია;
3 ივლისი - 14.30-15.00სთ. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ,,ბათუმის მერიის თასი-2015“ საზეიმო გახსნა; 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის პირველი ტური;
4 ივლისი - 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მეორე ტური ;
5 ივლისი - 11.00-16.00 სთ. გაიმართება ტურნირის მესამე ტური; 16.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მეოთხე ტური;
6 ივლისი - 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მეხუთე ტური;
7 ივლისი - 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მეექვსე ტური;
8 ივლისი - 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მეშვიდე ტური;
9 ივლისი - 15.00 საათიდან გაიმართება ტურნირის მერვე ტური;
10 ივლისი -11.00 საათიდან გაიმართება ტუტრნირის მეცხრე ტური. 18.00 საათზე გაიმართება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ,,ბათუმის მერიის თასი - 2015“-ის დახურვა;
11 ივლისი - 17.00 საათზე გაიმართება ღია ბლიც ტურნირი.