დღეს ბათუმის სანაპიროზე საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედებები მოეწყო, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრო. არჩილ ხაბაძემ ბათუმელ მაშველებს სეზონის გახსნა პირადად მიულოცა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაში წარმატებები უსურვა.
სამაშველო მოქმედებების დროს საჭირო ნივთებისა და დამხმარე საშუალებების დანიშნულება და გამოყენების წესი სამაშველო სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა არჩილ ხაბაძეს პირადად გააცნო. მათ სანაპიროზე განახლებული სამეთვალყურეო კოშკურა, სამაშველო ეკიპირება და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში ყველა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედების სიმულაცია გაიმართა.
ღონისძიების ბოლოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საგანგებო სააგენტოს მართვის დირექტორმა ზვიად წაქაშვილმა პროფესიონალ მყვინთავებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. სეზონურ მაშველებს კი სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად სრული სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ