თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს, რადგან ისინი მოძრაობას აფერხებენ.
"არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს, ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს", - განმარტა დავით ნარმანიამ.