13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია. ტერიტორიაზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაობი 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მიმოსვლა შეუზღუდავად შეეძლებათ.